"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ აქციების უკან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დგას
ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ აქციების უკან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ფორმალური ზღვარიც აღარ არსებობს. რაც შეეხება 12 პუნქტიანი გეგმას „ქართულ ოცნებაში“ ითქვა, რომ ისინი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს შეასრულებენ და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები ამ გეგმიდან გადახვევის მიზეზი ვერ გახდება.
