საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას ულოცავენ პოლიტიკური ლიდერები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას ულოცავენ პოლიტიკური ლიდერები. განცხადებები სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა , და პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელეს . ეროვნულ გუნდს გამარჯვება მიულოცა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
