ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო
ქუთაისში, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის თანახმაა წინასწარი პატიმრობის, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
