ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ
ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. განცხადება ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორში ქონების გადასახადის გაუქმება დაახლოებით 1000-1200 მეწარმეს შეეხება.როგორც ხუციშვილმა განმარტა, მეწარმეები ჯამურად 49 მლნ ლარს დაზოგავენ.
