წყალტუბოში კულტურის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა
წყალტუბოში კულტურის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც 65 ბავშვი მონაწილეობდა. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური სიმღერები. კონცერტის ორგანიზატორი "იმერეთის ხმის" დამფუძნებელი მომღერალი, ბექა ბანძელაძეა. მისი თქმით, მსგავის სახის კონცერტები ყოველ წლიურად ტარდება და მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.
