საქართველო - არგენტინა
დღეს, ქუთაისის აია არენაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინა 15-ს შეხვდება. მატჩამდე ქალაქში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება კონცერტები, 14 საათზე კი რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა ვეტერან მორაგბეებს შეხვდება. დღევანდელი შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპნანია იმედი შემოგთავაზებთ.
