სახლები 768 დევნილი ოჯახისთვის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 768 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
