წყალტუბოში კულტურის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა
წყალტუბოში კულტურის ცენტრში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც 65-ი ბავშვი მონაწილეობდა. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური სიმღერები. კონცერტის ორგანიზატორი "იმერეთის ხმის" დამფუძნებელი მომღერალი, ბექა ბანძელაძეა. მისი თქმით, მსგავის სახის კონცერტები ყოველ წლიურად ტარდება და მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.
