რა მიმართულებით შეიძლება გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური
რა მიმართულებით შეიძლება გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. საკითხზე შაბათის ქრონიკაში ამავე სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ნებისმიერ სამუშაო ფორმატში. როგორც ცნობილია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერება ევროკავშირის ერთერთი რეკომენდაციაა. კაციტაძის თქმით, განხილული შეიძლება იყოს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხსის გაზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას.
