ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინას ემუქრება
ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინას ემუქრება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები მიზანში ჰყავთ ამოღებული და იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსზე თავდასხმა განხორციელდება, ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არიან. როგორც ბელარუსის ლიდერი ამბობს, უკრაინას ბელარუსის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშის მიტანის მცდელობა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტები გაანეიტრალა.
