საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მარცხი უკრაინასთან და ბაგატსკისის უღირსი ჟესტი, უკვე მეორე დღეა მსჯელობის საგანია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მარცხი უკრაინასთან და ბაგატსკისის უღირსი ჟესტი, უკვე მეორე დღეა მსჯელობის საგანია. ლატვიელი მწვრთნელი ჩვენი ქვეყნის ნაკრების მიმართ პოზიტიურად არც მატჩის წინ იყო განწყობილი, თუმცა შეხვედრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, მოლოდინს გადააჭარბა. ილიას ზუროსის გუნდი რიგაში 79-66 დამარცხდა და ისტორიული შედეგის - მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მიღწევა ახლა უფრო რთული იქნება.
