ელექტრონული რეცეპტების სისტემა
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული რეფორმის ფარგლებში, ამოქმედდა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომლის მიხედვითაც მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული და ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მხოლოდ ექიმის მიერ ელექტრონულად გაიცემა. დაინერგა გენერიკული რეცეპტის სისტემაც, რაც იმას გულისხმობს, რომ ექიმი პაციენტს წამალს არა ბრენდული, არამედ საერთაშორისო დასახელებით გამოუწერს. მოქალაქეებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ, ოჯახის ექიმთან ვიზიტი და ელექტრონული რეცეპტის გამოწერა უფასოა.