შოლცი - პუტინი უკრაინაზე თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა
პუტინი უკრაინაზე თავდასხმას დიდი ხნის განმავოლბაში გეგმავდა, უშუალოდ შეჭრის გადაწყვეტილება კი ომის დაწყებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე მიიღო - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ამერიკული ტელეკომოანია სი ბი ესისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ოლაფ შოლცის თქმით ამის ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის არის მზად.
