ომის 129-ე დღე უკრაინაში
ომის დაწყებიდან უკვე 129-ე დღეა. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევში. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით გასული დღე ღამის განმავლობაში, 12 სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაიბომბა პორტის ინფრასტრუქტურა და კერძო საწარმოები. არის მსხვერპლი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დასახლებული კვარტლები რუსულმა ძალებმა გამთენიისას ბახმუტშიც დაბომბეს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტების მხრიდან საჰაერო დარტყმის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი, დაშავდა. ოკუპანტების მხრიდან კასატური ბომბების გამოყენების შესახებ ცნობას ავრცელებს სლავიანსკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია. საარტილერიო ცეცხლი არ წყდება ლისიჩანსკის მიმართუებით, რუსულ არმია ლუგანსკის ნავთობდაგადამუშავებელ ქარხანაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ აცხადებს, თუმცა ამ ინფორმაციას კიევი უარყოფს და იუწყება რომ საბრძოლო მოქმედებები გრძლდება.
