ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა
12 რეკომენდაციის შესასრულებლად 12 პუნქტიანი გეგმა მზადაა - ხელისუფლებამ, როგორც გუშინ განაცხადა, ბურთი ახლა ოპოზიციის მოედანზე გადააგდო და შემხვედრ სვლას ელის. თუმცა როგორც დღეს გაირკვა, შეთავაზება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ არის. ნაწილს, არ სურს ხელისუფლებას ოპოზიციისთვის გადაბრალების საბაბი მისცეს, მეორე ნაწილს ნდობა არა აქვს, მესამე ნაწილი კი სულაც საკუთარი გეგმის პრეზენტაციისთვის ემზადება. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს, როგორ აპირებს ან არ აპირებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებას.
