ანსამბლი „მართვეს“ პრეზენტაცია
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლის „მართვე“ როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა „მართვეს“ დამოუკიდებელ ორგანიზაციად გამოყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა წლებში ანსამბლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო არქივი იხილეს. ღონისძიების დასასრულს „მართვეს“ახალმა და ძველმა თაობამ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. ანსამბლი მიწვეული სტუმრების წინაშე ახალი სასცენო სამოსით წარდგა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაკვეთით შეიკერა. პრეზენტაციას კულტურის მინისტრთან ერთად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.