მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს
საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად წინ გადასადგმელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია. მთავრობას რეკომენდაციის შესრულებისთვის კონკრეტული გეგმა აქვს, რაც რეფორმების გატარებისა და 12 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. ამისთვის, კი როგორც თავად ამბობენ ოპოზიციის მონაწილეობაც აუცილებელია. ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი გეგმის შესრულების პროცესში. ამ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტებს არა ერთგვაროვანი პასუხები აქვთ. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გეგმევას.
