თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, წიგნად გამოსცემს
წიგნი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოსტის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდება. მკითხველი წიგნში ივანე ჯავახიშვილს განსხვავებული რაკურსით გაიცნობს. ახალი გამოცემის შესახებ ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმს მხარეებმა კასპის რაიონ სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ მუზეუმში მოაწერეს.
