ინფო-ტური თუშეთში
აგრო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით თუშეთში ინფო ტური მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით ტურში ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურის მონაწილეები გაეცნენ თუშეთის ტურისტულ ადგილებს, ისტორიულ ძეგლებს და კულტურას. მოეწყო ადგილობრივი პროდუქტების დეგუსტაცია.
