დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით განხორციელდა. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული.
