„კახეთის ეკონომიკური ფორუმი“ - 2022
კახეთში, კახეთის ეკონომიკური ფორუმი 2022-ი გაიმართა. ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა მსხვილმა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე, მეწარმეებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწრამეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვა.
