მეზღვაურის დღე
ბათუმში მეზღვაურის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებები ტრადიულად საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო. ოფიციალური ნაწილი ბათუმის პორტში გაიმართა, სადაც საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საზღვაო დარგის წარმომადგენლები დააჯილდოვეს. გაიცა სტიპენდიებიც. პირველ კურსელებმა კი ფიცი დადეს. მეზღვაურებს პროფესიული დღე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, და ბათუმის მერმა მიულოცეს. დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
