შეხვედრა მოსახლეობასთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მარნეულში 26 ივნისს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია და გაგზავნილია მიმართვა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დროულად დაიდოს დასკვნა. საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში, რასაც ფინანსურად უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია. შეგახსნებთ, რომ 26 ივნისს მარნეულში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.
