მკვლელობა ქუთაისში
ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, 36-ი წლის ქალი ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ღამე ყვირილის და ჩხუბის ხმა გაიგეს. ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სავარაუდოდ ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა შვილის თვალწინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მეზობლებმა გამოკეტეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.
