მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს
საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად წინ გადასადგმელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია. მთავრობას რეკომენდაციის შესრულებისთვის კონკრეტული გეგმა აქვს, რაც რეფორმების გატარებისა და 12 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. ამისთვის, კი როგორც თავად ამბობენ ოპოზიციის მონაწილეობაც აუცილებელია. მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს. საკითხზე ქართული ოცნების პოლიტ საბჭომ იმსჯელა. მმართველმა გუნდმა გეგმა წარმოადგინა და თქვა, რომ უზრუნველყოფს 12 პუნქტის შესრულებას სათანადო ვადაში და სათანადო ხარისხით.
