უკრაინა - საქართველო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა. შეხვედრა უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელის აინარს ბაგაცკისის არა სპორტული საქციელით დასრულდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტი აჩვენა, რამაც ქართველი კალათბურთელების აღშფოთება გამოიწვია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინელთა მწვრთნელის ამ ქმედებას ფიბას სადისციპლინო კომიმეტი განიხილავს.
