დაკავება „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა. უწყების ცნობით, 26 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ ინფოს“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
