პრემიერი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ ვილსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალ წლიან პარტნიორობას. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციას.
