შტატების სამხედრო დახმარება უკრაინას
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 820 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. მედიაში გავრცელებული ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი სარაკეტო სისტემებსა და რადარებს მოიცავს. პენტაგონმა ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალებსაც მიაწვდიან.
