დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნება
სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომისა და მასალების გაცნობის საშუალება, არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. ეს არის პირველი პრეცედენტი, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაუშვებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სიახლე ევროპული სასამართლოს რეკომენდაციით არის შემუშავებული.
