ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-ი პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. საკითხზე დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ იმსჯელა. სხდომას მთავრობის მეთაური და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდმა გეგმა წარმოადგინა და თქვა, რომ უზრუნველყოფს 12-ივე პუნქტის შესრულებას სათანადო ვადაში და სათანადო ხარისხით უზრუნველყოფს. ერთი საინტერესო დეტალი. ევროპული რეკომენდაციების 12-ივე პუნქტი რეალურად პარლამენტის შესასრულებელია. შესაბამისად, ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ ითხოვს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ალიანსში მყოფი არასამთავრობო სექტორი მთავრობის გადადგომას
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
