ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, შეფასებები დღის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემაა
ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე, შეფასებები დღის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემაა - პროპორციული და ადეკვატური პასუხი ღირსების შემლახავ ქმედებაზე - ეს ინციდენტში მონაწილე დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის შეფასებაა. ოხანაშვილი ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაში იყო მისული აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე. დეპუტატი, საელჩოს კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ოხანაშვილის განცხადებით, ის მზად არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება და იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს, ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა და როგორ გამიხმო გვერდით - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
