სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 600-კილოგრამამდე ხორცი დალუქა
ინსპექტორებმა ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 -ა სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბმობების გამო, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და შენახვის პირობებისთვის საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორებს სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
