128-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
128-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები სარაკეტო და ავიაიერიშებს განაგრძობენ, სამიზნე კი ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ოდესის ოლქზე მიიტანეს. უკრაინულმა ძალებმა სრული კონტროლი დაიბრუნეს კუნძულ ზმეინიზე. რუსეთმა კუნძულიდან სამხედროები გაიყვანა. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. მას ოკუპანტები აკონტროლებენ.
