"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა
სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. გადაცემა "იმედი ლაივში" ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი განცხადებით, ევროპამ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები შემოიღო, რაც აზიანებს ევროპას და რისკის შემცველია საქართველოსთვისაც. ხუნდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული არც ერთი დეპუტატი არ ებრძვის ევროპას და ამით მხოლოდ ოპოზიციური ძალები სპეკულირებენ.
