დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს სწავლობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს სწავლობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. მათ განცხადება გუშინვე გაავრცელეს. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუკპოსტში.
