თბილისში ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი განსახილველი თემაა პოლიტიკურ სპექტრში
თბილისში ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი განსახილველი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ვიდრე დამატებითი დეტალები გაირკვევაა, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ტევე პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე, უბინძურესი პროვოკაციით. საპირისპიროს ამტკიცებს ტევე პირველის დამფუძნებელი და ქართული ოცნების დეპუტატებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ანრი ოხანაშვილიც და ვატო წერეთილიც შეერთებული შტატების ელჩს მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას სთხოვენ. ინციდენტი გუშინ საღამოს, მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის საელჩოში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართებოდა.