ინციდენტს ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
ინციდენტს ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდართან დაკავშირებით დასკვნები უმარტივესი გამოსატანია. მისივე თქმით, ვატო წერეთელი უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდა, რასაც საბოლოოდ მასა და ანრი ოხანაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მდინარაძე წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის და მათი ტელევიზიების ლიდერებზე პროვოკატორი, ანტიეროვნული, ანტიევროპული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი არ არსებობს.
