საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ჰააგაში
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. ისინი დე-ფაქტო ცხინვალის ე. წ ხელისუფლების მაღალჩიოსნები იყვნენ.
