პაპუაშვილი: ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და სწორედ ამიტომ ვადამდელ არჩევნებსაც არ ითხოვს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ხალხის გარეშე ცდილობენ.
