ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრების შესახებ პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა
„ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
