პრემიერი NATO-ს სამიტზე
მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო . ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით, ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.
