საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალება
მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4-ხ ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალება. შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ხელი მოაწერა. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს.
