ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტის ფარგლებში შარლ მიშელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ევროპული რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეტალებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ. მათი თქმით, რეკომენდაციებში არაფერია ისეთი, რაც აქტიური მუშაობის პროცესში შესაძლოა ვერ მოესწროს. პესიმისტური განწყობა და მოლოდინი აქვს ოპოზიციას.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
