დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, ვაქცინების შენახვის მიზნით, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, ვაქცინების შენახვის მიზნით, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. აღჭურვილობა მთელი ქვეყნის კლინიკებში გადანაწილდება. სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ყველა საჭირო მოწოყობილობითა და სისტემით. სპეციალური მაცივრები გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.
