ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში იანო ალიბეგაშვილის სოლო შესრულებით პატრიარქის „ავე მარიას“ მოუსმინეს
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში იანო ალიბეგაშვილის სოლო შესრულებით პატრიარქის „ავე მარიას“ მოუსმინეს. ასევე შესრულდა საგალობელი „შენ ხარ ვენახი“. ღვთისმსახურების დაწყებამდე გუნდის წევრები პაპს პირადად შეხვდნენ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, პეტრე-პავლობისადმი მიძღვნილ მესას სტუმრის სტატუსით დაესწრო და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ქართული საგალობლები შეასრულა. ღონისძიებას ასევე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.