უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს.
