"ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში მოსახლეობა ისევ უპირისპირდება
ნაციონალურ მოძრაობას, რეგიონებში მოსახლეობა ისევ უპირისპირდება, ამჯერად ინციდენტი ოზურგეთში მოხდა. აქ სააკაშვილის პარტიის წევრები მოსახლეობის მობილიზების მიზნით ჩავიდნენ და მათ, სამ ივლისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდეს. ადგილზე ადგილობრივებსა და პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
