მმართველი პარტია ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს
მმართველი პარტია ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს. კონკრეტული გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. დეტალებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი გეგმას გაასაჯაროებენ. როგორც იცით, ქართულ მხარეს ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს მიცემული. პროცესს გამოეხმაურნენ ელჩებიც - რას ამბობენ დიპლომატები - სოფო ბერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
