საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნატოს" სამიტზე
მადრიდში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების პარტნიორ სახელმწიფოებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური ლიდერებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს გამოწვევებზე, ნატოში საქართველოს გაწევრიანებასა და ასპირანტისთვის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ნატომ მადრიდში ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს, სადაც რუსეთი ალიანსისთვის მთავარ საფრთხედ იქნება დასახელებული. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები საქართველოსა და ბოსნია- ჰერცოგოვინას მხარდაჭერას აძლიერებენ.
